ხანძარს კაცი ემსხვერპლა

2021-04-05 15:58:38

მახინჯაურში ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 6 ეკიპაჟი. საცხოვრებელი კორპუსიდან მოხდა მოსახლეობის ევაკუაციაც.

ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ მაშველებმა ბინაში 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.