ავარიას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

2021-04-05 12:46:01

ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ჰიუნდაის" მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს ბოძს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად მძღოლი გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ბავშვები კი ოზურგეთის კლინიკა "მედალფაში" არიან გადაყვანილები. მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.