რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
კერძოდ დენი არ აქვთ: მეგობრობის ქუჩის ნაწილს, ფალიაშვილზე, თბილისისა და მიმდებარე ქუჩებზე.
როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს ელექტრო ენერგიის მიწოდების შეჩერება სამუშაოების დროს მიწისქვეშა კაბელის დაზიანების გამო მოხდა.
"ნახევარი საათის განმავლობაში სრულიად აღდგება ელექტრო ენერგიის მიწოდება. ალტერნატიულ ხაზებზე გადართვები მიმდინარეობს. ავარიული გათიშვა მოხდა. ერთ-ერთი სამუშაოების დროს მიწისქვეშა კაბელი დაზიანდა",- განუცხადეს "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში.