ჯანდაცვის მინისტრი: 1 კვირით ადრე...

2021-04-05 11:13:18

„ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე, არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის სოციალური პასუხისმგებლობა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა სააღდგომოდ შეზღუდვების დაწესება, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ აღდგომის დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე გახდება უწყების გეგმა ცნობილი, დაწესდება თუ არა რაიმე შეზღუდვები.

„აღდგომამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე ჩვენ გვექნება მეტად ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება გეგმა დღესასწაულებთან მიმართებით“, - განაცხადა მინისტრმა.