მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი

2021-04-05 01:24:44

5 აპრილს დღის ბოლოდან 6 აპრილის დილამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და  მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 5 აპრილი +22°C, 6 აპრილი +20°C, 7 აპრილი +24°C, 8 აპრილი +29°C.