რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ორივე მათგანი N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 39 პირი შემოწმდა.
გამოკვლეულებს შორის 6 პედაგოგი, 2 კი ტაქსის მძღოლი იყო, მათგან კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა.