ნაც.მოძრაობის წევრი საცხოვრებელი სახლის ეზოში დაჭრეს [video]

2021-04-04 15:05:50

რუსთავში, საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი მღებრიშვლი დაჭრეს.
[video/ვიდეო]

ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში, დანით აქვს მიყენებული.

შემთხვევა საკრებულოს წევრის საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, რუსთავის საკრებულოს წევრი სავარაუდოდ მისმა ნაცნობმა დაჭრა, თუმცა რა გახდა დანაშაულის მიზეზი და მოტივი, უცნობია.

დაჭრილი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"კლინიკაში შემოსულია 42 წლის მამაკაცი, აღენიშნება ნაკვეთი სისხლდენი ჭრილობა, ჰემოდინამიკა სტაბილურია, თუმცა პაციენტი საჭიროებს ოპერაციულ მკურნალობა",- განაცხადა კლინიკა რუსთავის გადაუდებელი განყოფილების ექიმმა მარინა კავთუაშვილი ინფო რუსთავთან.

დაჭრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ინფო რუსთავმა გაავრცელა.