რუსთავში, მაჩაბლის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დაჭრილი რუსთავის საკრებულოს წევრია.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟი.
"ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალებს არკვევს.