რუსთავში რეაბილიტირებული მუსიკალური სკოლა გაიხსნა [photo]

2021-04-03 19:51:00

რუსთავში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პირველი მუსიკალური სკოლის ახლადრეაბილიტირებული დარბაზი გაიხსნა.

გახსნის ღონისძიებას, საქართველოს პარლამენტის წევრი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, რუსთაველი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ალექსანდრე დალაქიშვილი, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წევრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახლადრეაბილიტირებულ დარბაზში შესრულდა მუსიკალური ნომრებიც.

ასევე, ღონისძიების ფარგლებში, ელისო ბოლქვაძემ კულტურის სფეროს წამომადგენლების საჭიროებები მოისმინა.

პირველი სამუსიკო სასწავლებლის უნიკალური აკუსტიკის მქონე დარბაზის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდიდან და რუსთავის ბიუჯეტიდან 529 001 ლარით დაფინანსდა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად გარემონტდა ისტორიული შენობის პირველი სართული, სადაც მოეწყო გათბობის, ვენტილაციისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, შეიცვალა სანტექნიკა და ელექტროგაყვანილობის ქსელები, დაიდგა ახალი სკამები, დამონტაჟდა განათება და გახმოვანების თანამედროვე აპარატურა.