2021-04-02 19:53:09
რუსთავში, შარტავას #7-ში "შემეცნებითი ფანჩატური" მოეწყობა.
შესაბამის სამუშაოებზე ელექტორნული ტენდერი მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაცხადა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, გამარჯვებულ კომპანიას აღნიშნულ სამუშაოებთან ერთად, რუსთაველის ქუჩის #24-სა და 21-ე მიკრორაიონის #11-ის მიმდებარედ სკვერებისა და მცირე რეკრეაციული სივრცეების მოწყობა დაევალება.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ზაზაძე "ინფო რუსთავთან" აცხადებს, რომ ფანჩატური განსხვავებული, თანამედროვე დიზაინის იქნება. მისი თქმით, "შემეცნებით ფანჩატურში" სკამები და მაგიდა განთავსდება.
სამუშაოების შესასრულებლად გამარჯვებულ კომპანიას 60 დღიანი ვადა ექნება.
პროექტის პირველადი ღირებულება 122 590 ლარია.