2021-04-02 14:54:10
რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ქვემო ქართლის "ტურისტული სოფელი" მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა გამოფენა-გაყიდვა, სადაც რეგიონის 7-ვე მუნიციპალიტეტის 60-მდე მცირე მეწარმის მიერ წარმოებული საკვები პროდუქტები და ხელნაკეთი ნივთები იყო წარმოდგენილი.
პროექტი სახელწოდებით "ტურისტული ბიზნესის განვითარება ქვემო ქართლში, როგორც სიღარიბის დაძლევისა და შემოსავლების გენერირების საშუალება" ორგანიზაცია ,,ტურიზმი და რეალობამ“ განახორციელა.
ეკონომიკური ინიციატივების განვითარებისთვის დაფინანსება გამოფენა-გაყიდვის მონაწილეებმა სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიიღეს.
ღონისძიებას, რუსთავის მერის მოადგილე კახა გურული, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ადგილორბივი ხელისუფლების, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, ტურისტული სააგენტოებისა და მუზეუმების წარმომადგენლები, ასევე მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
პროექტისა და ღონისძიების მონაწილეებს შედეგების პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სერტიფიკატები გადაეცათ.