კოვიდ19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები რუსთავში

2021-04-01 19:06:04

რუსთავში, გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 4 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 143 პირი შეამოწმდა.

გამოკვლეულებს შორის 4 პედაგოგი, 2 კი ტაქსის მძღოლი იყო, მათგან კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა.

კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხეკმძღვანელმა მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსზე 42 პირი შემოწმდა.

პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.