"იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურდება, საბჭო მზად არის იმსჯელოს ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის გარკვეულ შემსუბუქებაზეც", - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ კონტროლი რეგულაციების აღსრულებაზე კიდევ უფრო გამკაცრდება.
"მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, შესაბამისი უწყებების მხრიდან კიდევ უფრო გამკაცრდება ყველა იმ რეგულაციის აღსრულების კონტროლი, რომლებიც მიმართულია ვირუსის გავრცელების პრევენციისკე", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.