დააწესებს თუ არა მთავრობა დამატებით შეზღუდვებს

2021-03-30 12:51:23

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ამ დროისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესებას არ გეგმავს.

მინისტრმა განცხადება უწყებათა შორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ წარმატებულად მოვახერხეთ დასტაბილიზება, თუმცა ამის შემდეგ მოქალაქეებისთვის ეს რატომღაც გახდა ძალიან დადებითი მესიჯი და დავუბრუნდით ცხოვრების ჩვეულ რიტმს, რის უფლებასაც პანდემია არ გვაძლევს. ჩვენ ვაკვირდებით ევროპას, სადაც მიმდინარეობს გამკაცრებები და, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობას არ უნდა, მიმართოს ისეთ მკაცრ შეზღუდვებს, როგორიც შარშან გაზაფხულზე და ზამთარს გვქონდა.

მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების აქტიური ჩართულობა, პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცირება და პირადი ჰიგიენა. ჰოსპიტალურ სექტორში მომატებულია პაციენტთა რაოდენობა. დღესდღეობით კლინიკაში იმყოფება 1624 მოქალაქე, აქედან 68 რეანიმაციულ განყოფილებაში და მათი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა. 316 მოქალაქე კი ინტენსიური ზრუნვის განყოფილებაშია და არიან ჟანგბადდამოკიდებულები.

ამ ეტაპისთვის დამატებითი შეზღუდვების შემოღება არ განიხილება, თუმცა ვთვლით, რომ მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაციაა საჭირო",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.