ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 წლამდე კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ საღამოს, სოფელ ფარეხასთან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
რა მუხლითაა დაწყებული მომხდარზე გამოძიება, პასუხს "ინფო რუსთავი" შსს-სგან ელოდება.