კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "მერსედესის" მარკის 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის დროს 3 მამაკაცი დაშავდა.
მათ შორის ერთმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.