რუსთავში შვილმა მამა დაჭრა

2021-04-03 00:47:03

რუსთავში შვილმა მამა დაჭრა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ძველ რუსთავში 55 წლის შვილსა და 90 წლის მამას შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება კი მამაკაცის დაჭრით დასრულდა. შვილმა მამას ჭრილობები წვივის არეში მიაყენა.

დაჭრილი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

პოლიციამ 55 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.