ავტომობილი განათების ბოძს დაეჯახა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, თელავში "მაზდას" მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და განათების ბოძს დაეჯახა.
ავტომობილს 30 წლამდე რუსთაველი მამაკაცი მართავდა, რომელიც შეჯახების შედეგად დაშავდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.