სისხლიანი გარჩევა კოსტავას ქუჩაზე

2021-03-29 18:16:38

თბილისში, კოსტავას გამზირზე სისხლიანი დაპირისპირება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს დაიჭრა ერთი პირი.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და  236-ე მუხლებით დაიწყო, რომლებიც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.