თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მეზობლებმა 85 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა. ქალს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
გარდაცვლილის მეზობლები მომხდარის სავარაუდო მიზეზად ოჯახურ კონფლიქტს ასახელებენ.
ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.