ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2021-03-27 11:55:15

რუსთავში, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

ერთმანეთს “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი და “ფორდის” მარკის მიკროავტობუსი შეეჯახნენ.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი დაშავდნენ.

დაშავებულები ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც კლინიკის გადაუდებელი განყოფილების ხელმძღვანელმა თეა გელაშვილმა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადა, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

"შემოყვანილია 2 პაციენტი, 32 წლის მამაკაცი და 31 წლის ქალი. ამ ეტაპზე 2-ვე მათგანის მდგომარეობა არის საშუალო სიმძის. იმყოფებიან ემერჯენსის განყოფილებაში და უტარდებათ შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრებათ", - აცხადებს თეა გელაშვილი.

ვიდეო ნახეთ აქ