მოსალოდნელია ძლიერი ქარი

2021-03-27 01:27:47

27 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსია მოსალოდნელი. მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. 27 მარტს ზოგან იქროლებს ძლიერი ქარი. 28 მარტს ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში, ტემპერატურა +8, +13 გრადუსამდე მოიმატებს.

29-31 მარტს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და +12, +17 გრადუსამდე დათბება. აღმოსავლეთ საქართველოში 30-31 მარტს უმეტესად ღრუბლიანი და ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში 27 მარტს შესაძლებელია მცირე  წვიმა. 27 მარტს იქროლებს ძლიერი ქარი. 28-29 მარტს უნალექო, ხოლო 30-31 მარტს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტამპერატურა +10, +12 გრადუსი იქნება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 27 მარტი +8°C, 28 მარტი +12°C, 29 მარტი +12°C, 30 მარტი +12°C.