ბაკურიანში ავტომობილი აფეთქდა.
აფეთქების შედეგად 53 წლის კაცი დაშავდა, მან ზედა კიდურებისა და თვალის არეში მსუბუქი დაზიანება მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, მეპატრონე მანქანის საბარგულიდან ნივთის ამოღებას ცდილობდა.
ამჟამად დაშავებული კაცი მკურნალობას ბაკურიანის კლინიკაში გადის.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 229–ე მუხლით დაიწყო, რაც ასაფეთქებელი ან სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთის ან ნივთიერების გადატანას გულისხმობს, რამაც სხეულის ან ქონების დაზიანება გამოიწვია.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე