თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
ფოტო არ ასახავს რეალობას