რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მათგან 10 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 151 პირი შემოწმდა.
გამოკვლეულთა შორის 12 პედაგოგი და 6 ტაქსის მძღოლი იყო, მათგან კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა.
ვირუსზე 151 პირი შემოწმდა N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში, კორონავირუსი კი 8-ს დაუდგინდა.