აპრილში, დარწმუნებული იყავით...

2021-03-22 13:36:45

ამირან გამყრელიძემ განმარტა, როდის გახდება შესაძლებელი ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, ეს ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული. მისივე თქმით, ე.წ. „კომენდანტის საათი“ ვირუსის გავრცელების მართვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ხერხია.

„ზოგადად, „კომენდანტის საათი“ არ არის ქართული ველოსიპედის გამოგონება. პანდემიების დროს შემზღუდველ ღონისძიებებში ეს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საშუალებად ითვლება​. ამიტომ, ადამიანები როცა ბევრნი არიან ავტობუსში ან მეტროში, რაც მაქსიმალურად უნდა ატარონ პირბადე. ე.წ. კომენდანტის საათის შემსუბუქებაზე ჩვენ ვთქვით, რომ დაკვირვება მიმდინარეობს ეპიდსიტუაციაზე. ახლა არ არის საგანგაშო ეპიდსიტუაცია, კი გაუარესდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ საგანგაშო არ არის. რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციით ვივლით მარტში, აპრილში, დარწმუნებული იყავით, რომ მაისში შევალთ ძალიან კარგი იმედით, ხოლო მარტის ბოლოს თუ აპრილის დასაწყისში იგივე „კომენდანტის საათის“ გარკვეულ ცვლილებებზეც შეიძლება იზრუნოს ქვეყანამ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.