შემოვა თუ არა რუსთავში Pfizer-ის ვაქცინა

2021-03-25 12:06:51

რუსთავში კორონავირუსის საწიინაღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა არ შემოვა.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში შემოტანილი 29 500 დოზა განკუთვნილი იქნება 14 000 პირის ასაცრელად და ქვეყნის მასშტაბით სამი დიდი ქალაქის 6 კლინიკაში გადანაწილდება.

ერთი კლინიკა არის ბათუმში, ერთი ქუთაისში და ოთხი თბილისში. თბილისის კლინიკებია: ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, „ამტელის“კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი. ბათუმში – რესპუბლიკური საავადმყოფო, ხოლო  ქუთაისში ცხაკაიას სახელოების „ევექსის“ კლინიკა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინა შესანახად საჭიროებს ულტრა ცივი ჯაჭვის რეჟიმს -80°C-დან -60°C-ის ფარგლებში და მაქსიმალური ეფექტურობისა და დოზების მინიმალური დანაკარგის თავიდან ასაცილებლად 6 კლინიკაში გადანაწილდება.