ახალგაზრდა კაცი ავტომობილში ჩაცხრილეს

2021-03-25 11:01:32

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 40 წლამდე მამაკაცი ავტომობილში ჩაცხრილეს.

სროლის დროს ავტომობილში მამაკაცთან ერთად მსხდომი სამი პირიც დაიჭრა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ურთიერთდაპირისპირება იყო.

როგორც "ინფო რუსთავს" გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა, გარდაცვლილია მამაკაცი, რომელიც სოფელში სამუშაოდ იმყოფებოდა. 

"ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს.