ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში, იმერთსა და გურიაში ეპიდსიტუაცია ნელ-ნელა რთულდება, რის გამოც შესაძლოა რეგიონები წითელ ზონად გამოცხადდეს.
„ესაა ამ ეტაპზე, გურია, იმერეთი და თბილისი, სადაც ყველაზე მეტია მობილობა. კოეფიციენტი დადებითობის ამ ეტაპზე გვაქვს 2,2. ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი ერთს აღემატება, რაც სიფრთხილეს მოითხოვს. ამიტომ, შეზღუდვებს არ გამოვრიცხავ“, - აღნიშნა ტიკარაძემ.