ზუგდიდში მსუბუქი ავტომობილი და ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს დაშავდა ქალი, რომელიც უკვე კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.