გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო

2021-03-23 15:49:04

ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება და ყოველთვის ნებაყოფლობითად დარჩება - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

„ვაქცინაცია უნდა იყოს დღეს ზესახელმწიფოებრივი საკითხი იმიტომ, რომ ვაქცინაციაზე გადის მსოფლიოში პანდემიის და ქვეყანაში ეპიდემიის დამარცხება. ვაქცინაციის გარეშე ვერ დავუბრუნდებით ნორმალური ცხოვრების რიტმს, დიდხანს დაგვჭირდება პირბადის ტარება და სხვა შეზღუდვები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.