თბილისში, აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან ახალგაზრდა გოგო გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.