დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამრყელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის 50 ახალი შტამია გავრცელებული.
მათი უმრავლესობა ბრიტანული შტამის შემთხვევაა.
"გვაქვს დაახლოებით 50-მდე დადასტურებული ახალი შტამის შემთხვევა ქვეყანაში. ძირითადად გახლავთ ბრიტანული და ის ალბათ ევროპაში ვრცელდება იცით. აქვს საკმაოდ ფართო გავრცელება და ალბათ ჩვენთანაც, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ როგორც კვლევები აჩვენებენ დღევანდელი ვაქცინები, რაც ადმინისტრირდება, ფარავენ ამ შტამს",- განაცხადა გამყრელიძემ.