„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 40% აცხადებს, რომ მათ შეხედულებასთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას.
რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? - პასუხები ასე გადანაწილდა: არცერთი პარტია - 40 %, „ქართული ოცნება“ – 23 %, უარი პასუხზე - 14 %, არ ვიცი -8 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 7 %, სხვა პარტიები - 7 %.
გამოკითხვაში მონაწილეებს ასევე შეაფასებინეს პარლამენტის საქმიანობა: 14% კარგად აფასებს, 38% საშუალოდ, 36% ცუდად, 11%-მა კი არ იცის.
ასევე კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 13%-მა პანდემიის დროს სამსახური დაკარგა და კვლავ უმუშევარია. ამასთან, 43% კორონავირუსის პანდემიამდეც არ მუშაობდა და კვლავ არ მუშაობს. 27%-ს კი სამსახური არ დაუკარგავს და არც ხელფასი შემცირებია.
აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.