NDI-ის ახალი კვლევის თანახმად, რომლის დროსაც 2,024 სატელეფონო ინტერვიუ შედგა, გამოკითხულთა 53% აცხადებს რომ კორონავირუსის ვაქცინას არ გაიკეთებდა.
35% ამბობს, რომ გაიკეთებდა, ხოლო 12%-მა არ იცის.
მიზეზს, თუ რატომ არ გაიკეთებდნენ ვაქცინას, ერთი ნაწილი აცხადებს, რომ მის ხარისხს არ ენდობა. მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ კორონავირუსს ვაქცინაციის გარეშეც გაუმკლავდებიან, ხოლო დანარჩენი აცხადებს, რომ ან ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ან ზოგადად ვაქცინაციის წინააღმდეგია.