მაღალმთაში თოვლი, ძლიერი ქარი და წვიმა

2021-03-23 00:33:01

26 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. 24-25 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 23 მარტი +16°C, 24 მარტი +20°C, 25 მარტი +15°C, 26 მარტი +14°C.