რუსთავში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2021-03-22 16:57:06

რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. წინა დღეებთან შედარებით ინფიცირების რიცხვი გაიზარდა.

მათგან 16 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 192 პირი შემოწმდა.

სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლეულთა შორის 8 პედაგოგი და 2 ტაქსის მძღოლი იყო, მათგან კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა. პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.

ვირუსზე 86 პირი შემოწმდა N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში, კორონავირუსი კი 4-ს დაუდგინდა.