რუსთავში, მეგობრობის და ფალიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, შუქნიშანი არ მუშაობს. რუსთაველები ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, სატრანსპორტო მოძრაობა გართულებულია. გზის გადაკვეთა უჭირთ ქვეითებსაც.
შუქნიშანი მას შემდეგ გამორთეს, რაც ინფო რუსთავმა ფოტო- მასალა გაავრცელა, სადაც ჩანდა რომ ფერების მონაცვლეობის რიტმი დარღვეული იყო. ამ ეტაპზე რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებენ.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, მარეგულირებელი ნიშანი უახლოეს საათებში ჩაირთვება.