რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, გმირთა მემორიალთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "მერსედესის" მარკის ტაქსი და "ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი.