"ინფო რუსთავი"-მა რუსთავში 17 წლის გოგოს დაჭრის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია.
მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ 15-დან 17 წლამდე გოგონები ერთერთ ბინაში იმყოფებოდნენ და ღამის გათენებას აპირებდნენ.
საუბრის დროს ერთერთმა არასრულწლოვანმა მისი ნათესავის შეყვარებული არასასურველ კონტექსტში მოიხსენია. საუბარი კამათში გადაიზარდა, რა დროსაც ერთერთმა არასრულწლოვანმა ნათესავი, 17 წლის გოგო, ცივი იარაღით დაჭრა.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია არასრულწლოვანის დაჭრის შესახებ "ინფო რუსთავმა" გუშინ გაავრცელა. შემთხვევა XX მიკრორაიონში მოხდა.