რუსთაველ ქალს თქვენი დახმარება სჭირდება

2021-03-20 19:12:10

რუსთაველ ქალს სჭირდება თქვენი დახმარება, ინფო რუსთავი უცვლელად გთავაზობთ წერილს რომელიც ჩვენ გასავრცელებლად რუსუდანის მეგობრებმა მოგვაწოდეს.

რუსუდან იოსებიძეს, რომელიც 37 წლისაა დაუდგინდა მწვავე მიელომონოციტური ლეიკემია. თითქმის ერთი თვეა წევს ინგოროყვაში. ჩაუტარდა ქიმიები, ამ დროს უნდა გადანდგურებულიყო ცუდი უჯრედების მთელი ნაწილი, მაგრამ საერთოდ არ განადგურებულა. სჭირდება მაღალდოზირებული ქიმია, რომელიც არ კეთდება საქართველოში. ეს პროცედურა არის დიდ თანხებთან დაკავშირებული, რასაც ვერ შევძლებთ ოჯახი და ახლობლები. ჩვენ კი ვუგროვებთ მეგობრები თანხას, მაგრამ ეს არაა საკმარისი. ერთი ქიმია დაახლოებით 10.000 - 12.000 დოლარი ჯდება. რუსუდანს კი შეიძლება რამოდენიმე დასჭირდეს.

რუსოს ყავს პატარა, რომელიც ერთი წლისაა. ეხლა უნდა რუსუდანს ცხოვრება და თავისი შვილით გახარება. რუსუდანი ძალიან თბილი და გულისხმიერი ადამიანია, მუდამ სხვაზე მზრუნველი და უზომოდ ყურადღებიანი.

მისი ძმა ემსახურებოდა საქართველოს. ლევან იოსებიძე 2008 წლის საომარი მოქმედების დროს გმირულად დაიღუპული ახალგაზრდაა, რომელმაც დაოჯახებაც ვერ მოასწრო. https://history.mod.gov.ge/ge/hero/58/levan-iosebidze

ამ ადამიანის დას, რომლის სახელით მთლი ქალაქი (რუსთავი) და ბევრი ჩვენთაგანი ვამაყობთ, დახმარება სჭირდება.

ბანკის რეკვიზიტები / ლარის ანგარიში
მიმღები ბანკი:  სს "ლიბერთი ბანკი"
ბანკის კოდი: LBRTGE22
მიმღების ანგარიში: GE53LB0211171016871000
მიმღების დასახელება: ლიანა ტერაშვილი (დედა)