რუსთავის დიდ ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
დენი არაა აქვთ: შარტავას, ლეონიძის, თოდრიის, მე-20, მე-8 , მე-7 მიკრორაიონებსა და მიმდებარე ქუჩებს.
როგორც "ინფო რუსთავს" საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში განუცხადეს დენის გათიშვა ერთ-ერთი ფიდერის დაზიანების გამო მოხდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ელექტრო ენერგია აღდგა, თუმცა აბონენტები ამბობენ, რომ მათ დენი ისევ არ მიეწოდებათ.
"ქვესადგურში "რუსთავი 220", დღეს 14:10 წუთზე გამოირთო ფიდერი, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა ქალაქ რუსთავის მოსახლეობის ნაწილს. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენელია. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ბოდიშს უხდის მომხმარებელს შეფერხების გამო",- განუცხადეს "ინფო რუსთავს".