ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმედოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილია 45 წლამდე მამაკაცი.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის დროს სატრანსპორტო საშუალებაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, ის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.