გამოფენა რუსთავში [photo]

2021-03-19 20:53:41

რუსთავში, თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ნიკო ფიროსმანის სახელობის სამხატვრო სკოლაში რუსთაველი მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრების საგაზაფხულო გამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 30-მდე ხელოვანის სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები, ქანდაკებები და სხვადასხვა სახის ინსტალაცია.

"ერთი წლის შემდეგ რეანიმაციიდან გადავედით ინტენსიურ თერაპიაზე. ჯგუფურად წარმოდგენილია რუსთაველი მხატვრების ნამუშევრები. გამოფენილია შერეული სტილის ნახატები, ქანდაკებები და სხვადასხვა სახის ინსტალაცია. ერთწლიანი პაუზის შემდეგ რაღაცა საწყისი არის და ნელ-ნელა კიდევ რაღაცები მოხდება ამ დარბაზში და ზოგადად მხატვრობაში რუსთავში",- განუცხადა "ინფო რუსთავს" მხატვარმა დავით დოთიაშვილმა.