ეპიდვითარება რუსთავში

2021-03-19 17:27:59

რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ19 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათგან 8 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 134 პირი შემოწმდა.

სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლეულთა შორის 1 პედაგოგი და 3 ტაქსის მძღოლი იყო, მათგან კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა. პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.

ვირუსზე 76 პირი შემოწმდა N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში, კორონავირუსი კი 7-ს დაუდგინდა.