რუსთავში ძლიერმა ქარმა კორპუსს სახურავი ახადა.
რუსთავში, მაჩაბლის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი ახადა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო სამსახურის ეკიპაჟის წევრები.
უბედური შემთხვევის თავის არიდების მიზნით მაშველებმა დაზიანებული ფრაგმენტები სახურავიდან მოხსნეს.
ფაქტის შესახებ უკვე ეცნობა მერიის შესაბამის სამსახურს.