რუსთავში, ქუჩაში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს [video]

2021-03-18 18:46:08

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კაცი დილის საათებში, დამჯდარ მდგომარეობაში, საცხოვრებელი კორპუსის კედელზე მიყრდნობილი იპოვეს.

მამაკაცის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ჰაერის დაბალი ტემპერატურა სახელდება.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, 50 წლამდე კაცი უსახლკარო იყო და ქუჩაში ცხოვრობდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.