რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება შეიზღუდა

2021-03-17 14:12:49

რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს, 17 მარტს, რუსთავში, ფალიაშვილის ქ. N3-თან,  წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 14:00-დან 20:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ფალიაშვილის N3, 5, 5ა, 5ბ კორპუსებს, მეგობრობის I გასასვლელს.

ასევე, ლომოურის I გასასვლელში წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით,  13:00-დან 20:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:

მე-6 მკ/რ-ის N1, 2, 3, 4, 5, 6  კორპუსებს და ლომოურის ქუჩას.