ქვეყნის მასშტაბით ელექტრო ენერგია გაითიშა

2021-03-17 00:48:31

საქართველოს მასშტაბით ელექტრო ენერგია გაითიშა.

დენი არ მიეწოდება თბილისის დიდ ნაწილს და ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე დიდ ქალაქს.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ელექტრო ენერგიის გათიშვის მიზეზი საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის "მესხეთის" გამორთვა გახდა.

"ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს. ამ ეტაპზე ხორციელდება მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებელს შეფერხების გამო
",- ნათქვამია განცხადებაში.