რუსთავში ქალმა ოჯახის წევრს სცემა

2021-03-15 00:22:33

რუსთავში ქალმა ოჯახის წევს სცემა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 50 წლამდე ქალსა და ოჯახის წევრს, 30 წლამდე ქალს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კამათი მალევე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

50 წლამდე ქალი, სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდა.

შემთხვევა თოდრიას ქუჩის მიმდებარედ მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია.

სამართალდამცავებმა ბრალდებული მალევე დააკავეს.